четверг, 17 июля 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღეს ვიმეცადინეთ სასწავლო პროექტთან დაკავშირებული ბუკლეტის შექმნაზე. შინაარსობრივად ეს უნდა იქნეს პროექტის პატარა პრობლემის გადაჭრა და არა რეკლამა. ტექნიკურად ძალიან რთული მომეჩვენა. ბუკლეტის შაბლონზე მეტი მუშაობა მომიწევს...
მეოთხე დღის რეფლექსია.
მეოთხე დღეს ვისწავლეთ პრეზენტაციის გაკეთება, სასწავლო პროექტი ორიენტირებულია მოსწავლეზე, თუ რამდენად შინაარსიან პრეზენტაციას წარმოადგენს ის. ვუყურეთ ფილმს "პოვერ პოინტ-ით სიკვდილი".... ძალიან მომწონს ტრენინგის პრაქტიკული სამუშაოები (ტექნიკური სირთულის მიუხედავად) მაგ : ავითვისე ტესტების შექმნა ელექტრონულად. მომეწონა ყურადღების გამახვილება (და აუცილებლად გავითვალისწინებ პროექტზე მუშაობისას) ზმნების ფორმების შესაბამისობაზე მიზნების, ამოცანებისა და შედეგების ფორმულირებასთან, აგრეთვე ბლუმის ტაქსონომიასთან. დავალება:პრეზენტაცია .(მოსწავლის ნიმუშში)
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღეს გავეცანით პროექტის შაბლონზე მუშაობის სპეციფიკას. ეს შაბლონი უნდა შეივსოს ნაბიჯ-ნაბიჯ. დავეუფლეთ პროექტის მოსამზადებლად მიმართულების მიმცემი კითხვების დასმას (ზოგადი, შინაარსობრივი, თემატური კითხვები), ამისთვის გამოვიყენეთ ინტელის ტრენინგის მასალები და რესურსები(მოდული2) . დავალებად მოგვეცა პროექტის შაბლონზე მუშაობა;მიზანი-- ესგ-ს შინაარსობრივი სტანდარტიდან 21-ე საუკუნის ერთი უნარ-ჩვევის განვითარება. დავიწყეთ ფიქრი სასწავლო პროექტზე.
понедельник, 14 июля 2014 г.
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღეს ინთელის ტრენინგზე ჩვენ გავხსენით ჩვენი ახალი საქაღალდე და შიგ რუბრიკები, სადაც შევინახავთ ჩვენს ნამუშევრებს. გამომადგა მეორე დონის ტრენინგზე მიღებული უნარ - ჩვევები და ცოდნა ისტ-ში. ტრენერმა დაასრულა ინტელის ჩვენთვის განკუთვნილი პროგრამის შინაარსის გაცნობა. რადგანაც ბეჭდური ვარიანტი , ანუ წიგნი არა გვაქვს, ამდენად ინტელის სასწავლო პროგრამის ასე გაცნობა, ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო.
პირველი დღის რეფლექსია
2014 წლის 21 ივნისს დავიწყე "ინტელის " ტრენინგი, რომელსაც მართლაც დიდი ხანია , ველოდები. ტრენერი-- საინტერესო ადამიანი დათო მალანიაა, "მასწავლებლის სახლის" ისტ სპეციალისტი . მან წინასწარი საუბრით შეგვიყვანა ინტელის სამყაროში და გვესაუბრა სასკოლო განატლების პროცესში ისტ-ის გამოყენების დადებით მხარეებზე. კერძოდ, შევტანხმდიტ, რომ ისტ-ი უცილობლად აადვილებს სკოლაში პროექტებიტ სწავლების პროცესს . ამას აქამდეც ვიყენებდიტ, მაგრამ ინთელის ამხელა შესაძლებლობები მაინც აუთვისებელი და გამოუყენებელი იყო ჩვენ მიერ. განვიხილეთ პროექტის შაბლონი .
Подписаться на:
Сообщения (Atom)